მოხალისეობის ვებინარი – მარი წულაია
მოხალისეობის ვებინარი – მარი წულაია
15 ნოემბერს, საერთაშორისო განათლების და განვითარების აკადემიის (IEDA) ინიციატივით მორიგი, მეორე ვიბინარი გაიმართა მოხალისეობის მიზნებსა და სარგებელზე სასაუბროდ.
ვებინარის სტუმარი ამჯერად ახალგზარდა მოხალისე მარი წულაია იყო.
მარი წულაია სკოლის ასაკიდან მოხალისეა და ამჟამად ეკოლოგიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. ამავე დროს, მუდმივად ჩართულია სოციალურ სამუშაოში- არის ახალგაზრდული მუშაკი , სერტიფიცირებული დაივერი და ექსტრემალური სპელეოგიდი, გოგონა სკაუტი, ჰერპეტოლოგი (გველების მეცნიერი), ნატურალისტი, მოლაშქრე.
მარის აქვს დიდი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მარი მოხალისეობს თბილისის ზოოპარკში და სხვადასხვა ახალგაზრდული, მათ შორის საერთაშორისო ბანაკებში არაერთი პროექტის მონაწილე ყოფილა.
ვებინარზე აქცენტი გაკეთდა მოხალისეობის სარგებელზე პიროვნების განვითარებაში.
ვებინარის ჩანაწერი იხ. ორგანიზაციის Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/share/v/1Acu2224tQ/
მოხალისეობის კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ მოკლევადიანი კურსების გვერდს: https://ieda.ge/course/