Blog

დებატების სკოლის კონკურსი “ჩემი ერთი წუთი”

სიახლეები

დებატების სკოლის კონკურსი “ჩემი ერთი წუთი”

საერთაშორისო განათლების და განვითარების აკადემიის, კარლ პოპერის დებატების მონაწილეებმა, 21 დეკემბერს, ნიკო ნიკოლაძის ლიცეუმში გამართულ კონკურში, „ჩემი ერთი წუთი“ მიიღეს მონაწილეობა.
IEDA ს საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, დებატების მეთერთმეტე სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაშრომები სხვადასხვა თემებზე: რატომ გვიჭირს ცვლილება, მდინარეების დაბინძურება, ქალთა უფლებები, მიზნისკენ სწრაფვა, ემიგრაცია, თავისუფლება, ადამიანის შესაძლებლობები და სხვ.
კონკურსის შედეგად საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
🥇 I ადგილი – ქეთა მაწკეპლაძე/ თემა: უსამართლობა
🥈 II ადგილი – გაბიელ კეთილაძე/ თემა: სიბნელე და სინათლე
🥉 III ადგილი – ამირან ჩუბინიძე / თემა: პატარა მოქმედების ძალა
🏅 IV ადგილი – მართა ხუციშვილი / თემა: ტელევიზორის ოთახი
🏅 V ადგილი – მერაბ კაკაბაძე / თემა: კვალი
მონაწილეები ჟიურის წევრებმა, ჟურნალისტმა თათა კაჭკაჭიშვილმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, მაკა კაჭკაჭიშვილმა და იურისტმა სოფიო ორმოცაძემ შეაფასეს.

Leave your thought here

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *