კურსი სოციალური მეწარმეობის შესახებ

ბოლო განახლება: მარტი 24, 2025
7 ჩარიცხული

ამ კურსის შესახებ

კურსი მიზნად ისახავს მონაწილეების აღჭურვას სოციალური ბიზნესის წამოწყებისა და მართვისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით. მულტიმედიური ფორმატით შექმნილი 16 ვიდეო, საკითხავი მასალა და კითხვარი მონაწილეებს ინტერაქტიური მეთოდებით აწვდის ცოდნას და ეხმარება პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს  გადაეცემათ სერტიფიკატი, რომელიც სოციალური მეწარმეობის სფეროში მათ კვალიფიკაციას დაადასტურებს.

 

კურსი შექმნილია პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“ ფარგლებში და თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
 

Tags

სასწავლო მასალები

  • კურსი შედგება 16 ლექციისგან, რომელიც მოცემულია ვიდეოების, საკითხავი მასალის და სავარჯიშოების სახით.

სამიზნე აუდიტორია

  • კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის ან მეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სოციალური გავლენის მოხდენა გარემოზე და საზოგადოებაზე.

სასწავლო გეგმა

16 გაკვეთილი30h

ლექცია 1- სოციალური მეწარმეობის არსი

მასალა განკუთვნილია სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის, სამოქალაქო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. იგი ხელს უწყობს სოციალური საწარმოების არსისა და ფუნქციონირების სიღრმისეულ გააზრებას, სოციალური საწარმოსმათი მართვისთვის საჭირო კომპეტენციების გაძლიერებას და პრაქტიკული ცოდნის გადაცემას. მასალა მოიცავს ინფორმაციას სოციალური მეწარმეობის განმარტების, მახასიათებლების, სამართლებრივი ჩარჩოს, ეკოსისტემის და სოციალურ მეწარმეობაზე ტექნოლოგიური ინოვაციების გავლენის შესახებ.
ვიდეო და საკითხავი – სოციალური მეწარმეობის არსი00:20:07
Quiz – სოციალური მეწარმეობის არსი

ლექცია 2 – სოციალური საწარმოს შესაძლო როლები

მასალა განკუთვნილია სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის, მათ შორის, სამოქალაქო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. მისი მიზანია, განმარტოს სოციალური საწარმოს შესაძლო როლები საზოგადოებაში და წარმოაჩინოს, როგორ შეიძლება ამ მოდელმა ხელი შეუწყოს სოციალური პრობლემების მოგვარებას. მასალა დაეხმარება მკითხველს, უკეთ გაიაზროს სოციალური საწარმოების გავლენა დასაქმების ხელშეწყობაზე, გარემოს დაცვაზე, კულტურისა და ინკლუზიური საზოგადოების განვითარებაზე.

ლექცია 3 – სოციალური მეწარმეობა და მდგრადი განვითარების მიზნები

მასალა განკუთვნილია სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის, მათ შორის, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის. მისი მიზანია, წარმოაჩინოს სოციალური მეწარმეობის როლი მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევაში და აჩვენოს, თუ როგორ შეიძლება სოციალური საწარმოები და ტრადიციული ბიზნესი თანამშრომლობდნენ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური მოდელის შექმნისთვის. მასალა ეფუძნება სოციალური საწარმოების პრაქტიკულ მაგალითებს, როგორიცაა Grameen Danone Foods, Terracycle, Nebula და „მწვანე საჩუქარი“, რომლებიც წარმატებით უთავსებენ ერთმანეთს სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებს.

ლექცია 4 – სოციალური მეწარმეობისა და ბიზნესის კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობა

მასალა განკუთვნილია სოციალური მეწარმეობითა და ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით (CSR) დაინტერესებული პირებისთვის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, სოციალური ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. მისი მიზანია, მკითხველს გააცნოს სოციალური მეწარმეობისა და CSR-ის ძირითადი განსხვავებები და მსგავსებები, ასევე ამ მოდელების გავლენა სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე. მასალა დაეხმარება დაინტერესებულ პირებს გაარჩიონ, თუ როდის არის საწარმო სოციალური და როდის წარმოადგენს ტრადიციული ბიზნესის CSR ინიციატივას. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ ამ ლექციაში მოცემულ სავარჯიშოებზე პასუხები უნდა გასცეთ მხოლოდ ამავე ლექციის ქვიზში.

ლექცია 5 – სოციალურ საწარმოში შედეგების შეფასების მნიშვნელობა, მეთოდები და მოდელები #1

მასალა განკუთვნილია სოციალური მეწარმეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის, მკვლევარებისთვის და იმ დაინტერესებული მხარეებისთვის, რომლებიც სოციალური საწარმოების ეფექტიანობის შეფასებისა და სოციალური გავლენის გაზომვის სისტემების დანერგვით ინტერესდებიან. მისი მიზანია აჩვენოს, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა შეფასების მოდელების გამოყენება სოციალური შედეგების გასაზომად. მასალა ეფუძნება სოციალური საწარმოების პრაქტიკულ მაგალითებს და მკითხველს აწვდის ინფორმაციას შეფასების თანამედროვე მეთოდებზე, როგორებიცაა SROI ((Social Return on Investment) და მრავალგანზომილებიანი შეფასების მოდელი. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ ამ ლექციაში მოცემულ სავარჯიშოებზე პასუხები უნდა გასცეთ მხოლოდ ამავე ლექციის ქვიზში.

ლექცია 6 – სოციალურ საწარმოში შედეგების შეფასების მნიშვნელობა მეთოდები და მოდელები #2

საკითხავი მასალა განკუთვნილია სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის, მათ შორის, სოციალური საწარმოების მენეჯერებისთვის, პოლიტიკის შემქმნელებისთვის, მკვლევარებისა და ინვესტორებისთვის. მისი მიზანია, გააცნოს მკითხველს სოციალური საწარმოების შედეგების შეფასების სხვადასხვა მოდელები, როგორიცაა Balanced Scorecard (BSc), SROI (Social Return on Investment), შესრულების საზომი სისტემა და კომბინირებული შეფასების მოდელი. მასალა წარმოაჩენს, თუ როგორ შეიძლება შეფასების მეთოდოლოგიების მორგება სოციალური საწარმოების საჭიროებებზე და როგორ ეხმარება შედეგების გაზომვა ორგანიზაციებს მდგრადი განვითარების, ფინანსური სტაბილურობისა და სოციალური გავლენის გაძლიერებაში.

ლექცია 7- სოციალური მეწარმეობის სამართლებრივი ასპექტები #1

სოციალური მეწარმეობის ცნების განსაზღვრა რთული, მაგრამ პირველი და აუცილებელი ნაბიჯია სოციალური საწარმოების აღიარებისთვის, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება მათი საარსებო გარემოს განვითარებას. იმისთვის რომ კიდევ უფრო ცხადი გახდეს, რა სამართლებრივი მნიშვნელობის წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შეიძლება საწარმო აღიქმებოდეს სოციალურ საწარმოდ, უპრიანია ძირითადი კრიტერიუმების უფრო დეტალურად მიმოხილვა.

ლექცია 8 – სოციალური მეწარმეობის სამართლებრივი ასპექტები #2

სოციალური მეწარმეობის ცნების განსაზღვრა რთული, მაგრამ პირველი და აუცილებელი ნაბიჯია სოციალური საწარმოების აღიარებისთვის, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება მათი საარსებო გარემოს განვითარებას. იმისთვის რომ კიდევ უფრო ცხადი გახდეს, რა სამართლებრივი მნიშვნელობის წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შეიძლება საწარმო აღიქმებოდეს სოციალურ საწარმოდ, უპრიანია ძირითადი კრიტერიუმების უფრო დეტალურად მიმოხილვა.

ლექცია 9 – რესურსების მობილიზება #1

წინამდებარე მასალა ხელს უწყობს სოციალური საწარმოების შექმნისა და ეფექტური მართვისთვის აუცილებელი ცოდნის შეძენას და კომპეტენციების გაუმჯობესებას, სოციალური საწარმოების შექმნისა და ეფექტური მართვის მიმართულებით.

ლექცია 10 – რესურსების მობილიზება #2

წინამდებარე მასალა ხელს უწყობს სოციალური საწარმოების შექმნისა და ეფექტური მართვისთვის აუცილებელი ცოდნის შეძენას და კომპეტენციების გაუმჯობესებას, სოციალური საწარმოების შექმნისა და ეფექტური მართვის მიმართულებით.

ლექცია 11 – მარკეტინგი სოციალური საწარმოებისთვის

მარკეტინგი სოციალური საწარმოს წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. იგი გვეხმარება, რომ არა მხოლოდ მომხმარებლებს მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი პროდუქტის ან სერვისის შესახებ, არამედ გავზაროთ ჩვენი სოციალური გავლენა. მარკეტინგი მხოლოდ გაყიდვები არ არის – ეს არის შესაძლებლობა, რომ თქვენი სოციალური იდეა ადამიანების გულებამდე მიიტანოთ.

ლექცია 12- ხარჯები

კალკულირებადი, არაკალკულირებადი და სოციალური მეწარმეობის ხარჯი.

ლექცია 13 – შემოსავლები, ფასწარმოქმნა

ამ საკითხის განხილვის დროს აუცილებელია, გავითვალისწინოთ გასაყიდი ფასის დადგენის მაკრო და მიკროეკონომიკური თავისებურებები. მიკროეკონომიკაში ფასწარმოქმნა დაკავშირებულია გაწეულ ხარჯებსა და სასურველი მოგების პროცენტულ ნამატზე. მაკროეკონომიკაში კი პროდუქტის ფასს ბაზარი არეგულირებს.

ლექცია 14 – ძირითადი ფინანსურ-ეკონომიკური პარამეტრები

EBIT, EBITDA, OPEX, CAPEX, ROE, NPV, IRR, Break Even Point დსა სხვ.

ლექცია 15 – საგადასახადო რეგულირება

გადასახადების პრინციპები, ტიპები და ფუნქცია.

ლექცია 16 – შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები

რა არის და ვის ეკუთვნის შეღავათიანი დაბეგვრა. 

Your Instructors

IEDA

5.0/5
5 Courses
8 Reviews
364 Students
See more
უფასო
სირთულე:
საშუალო
ხანგრძლივობა 30 საათი
ლექცია
16 ლექცია

სასწავლო მასალები

  • კურსი შედგება 16 ლექციისგან, რომელიც მოცემულია ვიდეოების, საკითხავი მასალის და სავარჯიშოების სახით.

Want to receive push notifications for all major on-site activities?

Don't have an account yet? Sign up for free

დაგავიწყდათ პაროლი?