Blog

შეხვედრა ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან

სიახლეები

შეხვედრა ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან

IEDA ჰაბის წევრები ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს, მარიამ ბენიძეს და ლიზი ბეღელაძეს შეხვდნენ.
ჰაბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველო – ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ხელშეკრულების ფარგლებში არსებული პროექტის, “ახალგაზრდა ევროპელი ელჩების” ინიციატივაზე და საკომუნიკაციო ქსელში გაწევრიანების შესახებ.
„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ (YEA) ინიციატივა არის საკვანძო პროექტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ სხვა ქვეყანასთან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა და უკრაინა) კავშირების გაძლიერებას.
ეს პროექტი 16-26 წლის ახალგაზრდებს ეხმარება, გაეცნონ ევროკავშირის ღირებულებებს, ჩაერთონ ქვეყნებს შორის დიალოგში და სამოქალაქო აქტივიზმში.
YEA წარმომადგენლებმა სახალისო კონკურსი გამართეს IEDA ჰაბის წევრებთან. მსგავსი ღონისძიებები, ასევე სემინარები და სათემო პროექტები მიმართულია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ.

Leave your thought here

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *