Blog

საჯარო გამოსვლების და დებატების სკოლის კონკურსი “თავისუფალი თემა”

სიახლეები

საჯარო გამოსვლების და დებატების სკოლის კონკურსი “თავისუფალი თემა”

საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკების სკოლის მეთერთმეტე კურსის მონაწილეების ორივე ჯგუფისთვის კონკურსი – „თავისუფალი თემა“ გაიმართა. კონკურსის მონაწილეებმა მათთვის სასურველ თემებზე ათწუთიანი პრეზენტაციები მოამზადეს.
კონკურსი მიზნად ისახავდა საჯარო პრეზენტაციის უნარებზე მუშაობას და დახვეწას.
პრეზენტაციის თემები იყო: ბრბოდ ქცეული საზოგადოება, ბიუროკრატია, ტირანია, სასამართლო, მიუსაფარი ცხოველები და სხვა. პრეზენტაციები ცნობილი ქართული ფილმების მიხედვით მომზადდა.
მონაწილეებმა შეძლეს ინფორმაციის შეკრება და გაანალიზება, ამ ინფორმაციის სათანადოდ დალაგება, პრეზენტაციის დაგეგმვისას მსმენელთა ინტერესისა და რაოდენობის ანალიზი.
გამარჯვებული გამოვლინდა მონაწილეთა ფარული ხმის მიცემის მეშვეობით.
კონკურსში, “თავისუფალი თემა” გამარჯვებულები არიან მარიამ დონაძე და მართა ხუციშვილი.
47-ვე მონაწილეს კონკურსის სერტიფიკატები გადაეცათ. კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები წამახალისებელი პრიზებითაც დაჯილდოვდნენ.

Leave your thought here

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *