საინფორმაციო შეხვედრები საჯარო სკოლებში
საინფორმაციო შეხვედრები საჯარო სკოლებში
28 იანვარს (2025,) IEDA-ს საჯარო გამოსვლებისა და დებატების სკოლის შესახებ პრეზენტაციები ჩატარდა ქუთაისის #23 და 32 საჯარო სკოლებში, ასევე გოქაძის #1 სკოლასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ გელათის საჯარო სკოლაში.
პრეზენტაციები კარლ პოპერის დებატების სკოლის კურსდამთავრებულებმა გამართეს, რომლებიც ამავე დროს, IEDA Youth Hub-ის წევრებიც არიან.
კურსდამთავრებულების პრეზენტაციები იმითაა საინტერესო, რომ ისინი საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ თანატოლებს.
სკოლის მოსწავლეები პირველწყაროდან იგებენ, როგორ არის შესაძლებელი საჯარო გამოსვლებისთვის აუცილებელი სითამამის და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების შეძენა.
დებატების სკოლას მრავალფეროვანი კურიკულუმი აქვს, რომელიც მოიცავს სასწავლო ვიზიტებს, იმიტირებულ არჩევნებს და სასამართლო პროცესებს. სახალისო მეცადინეობების პროცესში კი მონაწილეები ეუფლებიან ანალიტიკური და სწრაფი აზროვნების ტექნიკებს, ერთვებიან სხვადასხვა კონკურსებში, ხვეწენ მოსმენის კულტურას და განსხვავებული აზრის პატივისცემას.
IEDA-ს დებატების სკოლა აგრძელებს მიღებას.
არ გადადო რეგისტრაცია: https://ieda.ge/პოპერის–ფორმატი/