მშობლების და შვილების დებატები
მშობლების და შვილების დებატები
დებატების სკოლის მონაწილეებმა და მშობლებმა დროებით როლები გაცვალეს და ერთმანეთი მოულოდნელი კუთხით დაინახეს!
ჯერ ხომ, შვილებმა მშობლების წარდგენისას სასიამოვნოდ გააოცეს ისინი.
შემდეგ, უკვე კარგად გაწვრთნილმა დებატების სკოლის მონაწილეებმა საჯარო გამოსვლების მასტერკლასი ჩაუტარეს მშობლებს:
• როგორ უნდა შედგეს სწორი, საჯარო კომუნიკაცია
• რა მნიშვნელობა აქვს დროის კონტროლს
• რამდენად ღრმად უნდა შეისწავლო სამსჯელო თემა
• და როგორ ჩამოაყალიბო არგუმენტები.
შეხვედრის მიზანიც ეს იყო: მშობლები დებატობდნენ და შვილები მსაჯობდნენ, ან კონსულტაციას უწევდნენ. არც ჯვარედინ დაკითხვას და არც კამათს მორიდებია ვინმე.
ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ შვილების საჯარო გამოსვლების ტექნიკებით აღფრთოვანებულმა მშობლებმა მოითხოვეს, ჩვენთვისაც გახსენით დებატების კლუბიო!
შეხვედრა ქუთაისის, ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში გაიმართა. მშობლებთან ერთად აქტივობები დებატების და საჯარო გამოსვლების IEDA- ს სკოლის ერთ-ერთი, პოპულარული მიმართულებაა.
გახდი IEDA-ს დებატების სკოლის მონაწილე და დაეუფლე საჯარო გამოსვლების და არგუმენტირებული მსჯელობის აუცილებელ უნარებს!