Blog

მოხალისეობის ვებინარი – თეო ნეფარიძე

სიახლეები

მოხალისეობის ვებინარი – თეო ნეფარიძე

კამპანია „ყველაფერი მოხალისეობის შესახებ“ უმასპინძლებს სპიკერს მოხალისეობის საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
ჩვენი სტუმარი იქნება თეო ნეფარიძე, მშვიდობის კორპუსის (Peace Corps) მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი.
თეო ნეფარიძე 19 წელია მშვიდობის კორპუსში მუშაობს და პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ ორგანიზაციებთან მიზნობრივი, სპეციალიზებული პროექტების მხარდაჭერის მიზნით, მშვიდობის კორპუსის მოხალისეების ჩართულობას უზრუნველყოფს.
მშვიდობის კორპუსში საქმიანობის პერიოდში თეო ნეფარიძემ 300-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან და მოხალისესთან იმუშავა საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის გაძლიერების პროექტების ფარგლებში.
თეო დაკავშირებული იყო მშვიდობის კორპუსის პროექტებთან 25 ქვეყანაში. მუშაობდა უზბეკეთში, პერუში. კავკასიის
უნივერსიტეტში თეო ნეფარიძე სტრატეგიული მართვის, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის და ორგანიზაციული ქცევის ლექტორია. აქვს დოქტორის ხარისხი.
კავკასიის უნივერსიტეტში თეო ნეფარიძე სტრატეგიული მართვის, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის და ორგანიზაციული ქცევის ლექტორია. აქვს დოქტორის ხარისხი.
დისკუსიის თემა იქნება მოხალისეობრივი საქმიანობის გამოწვევები და სარგებელი ორგანიზაციებისთვის და თავად მოხალისეებისთვის.
მონაწილეობის მსურველებმა მხოლოდ რეგისტრაცია უნდა გაიაროთ: https://forms.gle/dt3HVnFhNCwR7fkE7
ვებინარი ეძღვნება IEDA-ს უფასო, სერტიფიცირებული კურსის „ყველაფერი მოხალისეობის შესახებ“ პოპულარიზაციას: https://ieda.ge/course/

Leave your thought here

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *