ვებინარი მოხალისეობის მთავარ ღირებულებებზე – სიკო ჯანაშია
ვებინარი მოხალისეობის მთავარ ღირებულებებზე – სიკო ჯანაშია
სამოქალაქო აქტივიზმის მიზნებსა და სარგებელზე სასაუბროდ IEDA- ს ფეისბუკ გვერდზე სიკო ჯანაშიას ვებინარი გაიმართა.
ვებინარი 27 დეკემბერს შედგა და მოხალისეობრივი საქმის სწორად ორგანიზებას და მოხალისეობის მთავარ ღირებულებებზე დისკუსიას მიეძღვნა.
სიკო ჯანაშია არის განათლების განვითარების სპეციალისტი და მკვლევარი. გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში, სიკო ჯანშია უძღვება პროექტებს, რომლებიც სხვა სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და ადმინისტრაციას დემოკრატიულად მართვის და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში ეხმარება. მისი მონაწილეობით შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი “ბორანი”, აქტივისტური ჯგუფი “დაიბრუნე” და პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფლების მოედანი”.
ვებინარის ბმული: https://www.facebook.com/share/v/14Ne5KH3aZ/
IEDA-ს ვებინარების კამპანია ეძღვნება ჩვენი სასწვლო კურსის “ყველაფერი მოხალისეობის შესახებ” პოპულარიზაციას.
სეტიფიცირებული კურსი უფასოა და შეგიძლიათ ახლავე დარეგისტრირდეთ: https://ieda.ge/course/