Blog

მოხალისეობის ვებინარი – გიორგი მელაშვილი

სიახლეები

მოხალისეობის ვებინარი – გიორგი მელაშვილი

29 ნოემბერს, საერთაშორისო განათლების და განვითარების აკადემიის მეოთხე ვებინარზე, მოხალისეობის მიზნებსა და სარგებელზე სასაუბროდ მოწვეული იყო გიორგი მელაშვილი – ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი, საქართველოს და თავისუფალი უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი, შორეული აღმოსავლეთის მკვლევარი, მოხალისეობაში ჩართულობისთვის მობილიზაციის გამოცდილებით. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალგაზრდებისთვის კამპანიის, „შენი ხმა-შენი მომავალი“ წარმატებით განმხორციელებელი.

IEDA-ს ვებინარი განკუთვნილია როგორც ინდივიდებისთვის, ისე ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და მონაწილეებმა მოისმინეს ლექცია მოხალისეობის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების აუცილებელი მდგენელის შესახებ.

ვებინარის ჩანაწერი იხ. ორგანიზაციის Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/share/v/1EaXK4zp6P/

მიიღეთ სერტიფიცირებული მოხალისის სტატუსი ჩვენი ონლაინ კურსის მეშვეობით : https://ieda.ge/course/

Leave your thought here

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *