Blog

კარიერის დაგეგმვის და პროფესიული უნარების ტრენინგი

სიახლეები

კარიერის დაგეგმვის და პროფესიული უნარების ტრენინგი

16 მარტს, საერთაშორისო განათლებისა და განვითარების აკადემიაში ჩატარდა კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული უნარების ტრენინგი.
ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის კარიერულ განვითარებაში ხელშეწყობა, პროფესიული უნარების გააზრება და პროფესიის არჩევისას სწორი არჩევანის გაკეთებაში დახმარება.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის და შრომის ბაზრის ტენდენციების შესახებ. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა ჩაღრმავებოდნენ საკუთარ მისწრაფებებს და ინტერესებს.
ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს:
• პროფესიების მიმოხილვა და მათი სპეციფიკა
• კარიერული დაგეგმვა და მიზნების დასახვა
• საკუთარი თავის შეფასება და ძლიერი მხარეების გამოვლენა
ახალგაზრდებში პროფესიული უნარების განვითარება IEDA-ს ერთ-ერთი, ძირითადი მიმართულებაა და სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ხორციელდება.

Leave your thought here

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *