Blog

“იედა ჰაბი”– ის წევრები მსახიობ, კახა კინწურაშვილს შეხვდნენ

სიახლეები

“იედა ჰაბი”– ის წევრები მსახიობ, კახა კინწურაშვილს შეხვდნენ

27 ნოემბერს, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მსახიობ კახა კინწურაშვილთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო განათლებისა და განვითარების აკადემიის – IEDA-ს ჰაბის წევრები, რომლებმაც საზოგადოების სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობის შესახებ დისკუსია გამართეს. მსჯელობა სიტყვის თავისუფლების პრინციპებსა და მათ პრაქტიკულ მნიშვნელობას მიეძღვნა.

კახა კინწურაშვილმა მსმენელებს გაუზიარა პირადი გამოცდილება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება და კრეატიულობა პროფესიულ ცხოვრებაში. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: კულტურული და სოციალური გავლენები თეატრის ცხოვრებაში, სიტყვის თავისუფლების იურიდიული და ეთიკური ჩარჩოები და თვითგამოხატვისა და აზრის დაფიქსირების მნიშვნელობა

Leave your thought here

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *