Blog

აუდიო-ვიზუალური გამოფენა, “ეს ქვეყანა შენია“.

სიახლეები

აუდიო-ვიზუალური გამოფენა, “ეს ქვეყანა შენია“.

3 თებერვალს (2025), საერთაშორისო განათლების და განვითარების აკადემიასთან არსებული IEDA-ს ახალგაზრდული ჰაბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით აუდიო-ვიზუალურ გამოფენაში, “ეს ქვეყანა შენია“.

გამოფენის მიზანი იყო ადამიანის უფლებების და ევროპული ღირებულებების ქართულ ტრადიციებთან და კულტურასთან კავშირის ჩვენება, ქართული იდენტობის და ევროპულ ცივილიზაციაში საქართველოს ადგილის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრა იმერსიული (immersive) თხრობით და ინტერაქციული თამაშების მეთოდით წარიმართა, რომელიც შთამაგონებელია აუდიტორიისთვის და სადისკუსიო თემასთან ღრმა, ემოციური კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა.

დისკუსიის ძირითადი თემები იყო:

  • სამოქალაქო საზოგადოების როლი თანამედროვეობაში, მე-19 საუკუნეში და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრებაში.
  • სამოქალაქო საზოგადოება, როგორც სახელმწიფოს ხერხემალი.
  • მოქალაქეთა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.

მონაწილეებმა სიმბოლურად ხელი მოაწერეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს და იმსჯელეს იმ ფასეულობებზე, რომლებიც ევროპის ოჯახთან გვაერთიანებს.

კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში. იგი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრთან (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტთან (IEP) თანამშრომლობით.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.

Leave your thought here

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *