პოპერის ფორმატი

საჯარო გამოსვლების და დებატების პოპერის ფორმატი

კარლ პოპერის სახელობის დებატები ფორმალური კამათის ერთ–ერთი სახეობაა, რომელიც მონაწილეებში კრიტიკულ, ლოგიკურ, ანალიტიკურ აზროვნებას, ორატორულ ნიჭს ავითარებს. თქვენ, ასევე, დაეუფლებით კვლევის,  ინფორმაციის მოძიების და გაფილტვრის, მოსმენის, არგუმენტირებული მსჯელობის, საჯარო გამოსვლის,  ეთიკური ნორმების დაცვის, გუნდური მუშაობის,  განსხვავებული აზრის და დროის პატივისცემის  უნარებს. 

ხანგრძლივობა

4 თვე

კვირაში 2 დღე
 2 სთ

მონაწილეთა ასაკი

12-17 წელი

ეტაპები

საჯარო გამოსვლების და დებატების სკოლა სამი ეტაპისგან შედგება და მონაწილეები სამი ფორმატის დებატებს შეისწავლიან:

პირველი ეტაპი: კარლ პოპერის ღირებულებითი დებატები
მეორე ეტაპი: კარლ პოპერის დებატები პოლიტიკური ელემენტებით
მესამე ეტაპი: საპარლამენტო (ბრიტანული) დებატები

მონაწილეები შეისწავლიან

დებატების თემები

განათლება

აქტიური მოქალაქეობა

გარემოს დაცვა

ეკომომიკური განვითარება

სოციალური დაცვა

ჯანდაცვა

ევროინტეგრაცია

ადამიანის უფლებები

ბავშვთა უფლებები

ნათია ნამიჭეიშვილი

დებატების პროგრამის ტრენერი 2000 წლიდან.

  •  ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი,
  • 8 წელი საჯარო სკოლის დირექტორი,
  • დებატების ტრენერობის 24-წლიანი გამოცდილებით.
  • აქედან, 12 წელი ჩვენს ორგანიზაციაში.

ნათია ნამიჭეიშვილის მოსწავლეებიდან არაერთი გამხდარა დებატების ეროვნული ტურნირების და საერთაშორისო პროექტების გამარჯვებული.

ანა ყურაშვილი

საჯარო გამოსვლებისა და დებატების სკოლის ტრენერი 2018 წლიდან, მოდებატე 2000 წლიდან.

 

  • IEDA- ს დებატების და საჯარო გამოსვლების სკოლის ტრენერი
  • განათლების მენეჯმენტის მაგისტრი, პედაგოგი, 2007 წლიდან კარლ პოპერის დებატების ტრენერი და მსაჯი.
  • თავადაც ყოფილი მოდებატე, ანა 2018 წლიდან IEDA- ში წარმატებით უძღვება დებატების ტრენინგებს.

350-ზე მეტ მონაწილესთან მუშაობის შედეგად, ანას არაერთმა მოსწავლემ მოიპოვა ლიდერის სტატუსი, დებატების სხვადასხვა ფორმატში.

დარეგისტრირდი