თანამედროვე ტექნოლოგიური ეპოქაში, ახალგაზრდები ხშირად უპირატესობას ანიჭებენ კინო და ტელე-პროდუქტებს წიგნების ნაცვლად, რის შედეგადაც ლიტერატურისადმი ინტერესი იკლებს. ამავდროულად, კინემატოგრაფია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლიტერატურის პოპულარიზაციაში, რადგან ფილმები ხშირად წიგნების ეკრანიზაციებია. პროექტი ,,From Page to Screen” მიზნად ისახავს ამ ორი მედიუმის გაერთიანებას, რათა ახალგაზრდებმა უკეთ გაიგონ ლიტერატურის მნიშვნელობა და მისი კავშირი ფილმის გადაღების პროცესთან.
ხანგრძლივობა
2 თვე (8 კვირა)
კვირაში 1-ჯერ, 3 საათი (შაბათი ან კვირა)
მონაწილეთა ასაკი
8–11 წელი
12–15 წელი
ტრენერი: თამთა თურმანიძე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კინომცოდნე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ– პროფესორი, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
პროექტი ხელს შეუწყობს:
ლიტერატურული ცოდნის გაღრმავებას და ახალგაზრდებში კითხვის კულტურის პოპულარიზაციას
კრიტიკული აზროვნების განვითარებას და ფილმისა და წიგნის შედარების უნარის გაუმჯობესებას
კრეატიულობის წახალისებას, რადგან მონაწილეები თავად იმუშავებენ სცენარებზე, ალტერნატიულ დასასრულებზე
გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით
👇 ღია კარის დღეზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ველი