საპარლამენტო ფორმატი
დეკემბერი 19, 2024 2025-03-27 7:56საპარლამენტო ფორმატი
საჯარო გამოსვლების და დებატების ბრიტანული ფორმატი
ბრიტანული ფორმატის დებატები ფორმალური კამათის ერთ–ერთი სახეობაა, საგანმანათლებლო თამაში მონაწილეებში პრობლემის სწრაფად იდენტიფიცირების, ანალიზის, შეფასების და გამოსავალის ოპერატიულად შემუშავების, სოციუმში საკუთარი აზრის გამოთქმისა და მრავალმხრივ ჭრილში მისი დაცვის, კრიტიკული ანალიზის საფუძველზე საკუთარი იდეების სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასების და პრობლემის არსზე კონცენტრირების, საჯარო გამოსვლისას საკუთარი თავის რწმენისა და სტილის ჩამოყალიბების უნარს ავითარებს.
*კურსი სრულად დაფინანსებულია
ხანგრძლივობა
2 თვე
კვირაში 3 დღე
2 სთ
მონაწილეთა ასაკი
18-29 წელი
მონაწილეები შეისწავლიან
- როგორ ჩამოაყალიბო ძლიერი არგუმენტები
- როგორ გაიმარჯვო დებატებში ლოგიკით, ფაქტებით და არა ემოციებით
- როგორ დახვეწო საჯარო კომუნიკაცია და მოიპოვო აუდიტორიის ნდობა
- როგორ დაიცვა შენი პოზიცია მკაფიოდ და დამაჯერებლად
დებატების თემები
განათლება
აქტიური მოქალაქეობა
გარემოს დაცვა
ეკომომიკური განვითარება
სოციალური დაცვა
ჯანდაცვა
ევროინტეგრაცია
ადამიანის უფლებები
ბავშვთა უფლებები
რას მიიღებთ ჩვენგან?
სასწავლო პროცესი სრულად ინტერაქტიურია, ორიენტირებულია მონაწილეთა სრულ ჩართულობაზე. ტრენერი სწავლა–სწავლების ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით ხელს უწყობენ მონაწილეებში ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.
დებატების სკოლა საერთაშორისო პროექტებსა და სასწავლო კურსებში წარმატების წინაპირობა და სოციალური წრის გაფართოების კარგი შესაძლებლობაა.


ეთერ კვახაძე
დებატების პროგრამის ტრენერი 2001 წლიდან.
25 წლის პედაგოგიური გამოცდილებით. აქვს წამყვანი პედაგოგის სტატუსი.
ეთერ კვახაძემ სკოლაში დებატების კლუბი დააარსა და ბიოლოგიის სწავლების პარალელურად, თავის მოსწავლეებს ეხმარებოდა, მონაწილეობა მიეღოთ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების – IRI, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ და სხვ. საზაფხულო ბანაკების დებატების პროექტებში.
ეთერ კვახაძე საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის თანადამფუძნებელია. აქვს დებატების ტრენერობის და მსაჯობის მრავალმხრივი გამოცდილება.