საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციასთან
საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციასთან
გადაუდებელი დახმარების საბაზისო ცოდნა აუცილებელი უნარია, რომელიც კატასტროფების მართვისას სიცოცხლის გადარჩენის საშუალებაა.
IEDA-ს ახალგაზრდული ჰაბის წევრებისთვის სპეციალური ტრენინგი ჩაატარეს საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა – გადაუდებელი დახმარების სპეციალისტმა, ნათია რობაქიძემ და კატასტროფების მართვის ტრენერმა, ზაალ ლომთაძემ.
კატასტროფების მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლების გარდა, ახალგაზრდებმა ისწავლეს გულის და ფილტვის რეანიმაცია (გფრ) და გაეცნენ სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრის დროს მოქმედების წესებს.
ტრენერებმა პრეზენტაციაში განსაზღვრეს ასაკობრივი ჯგუფების თავისებურებები, ახსნეს სისხლდენის შეჩერების დროს მოქმედების პროტოკოლი და იმსჯელეს დაზარალებულის უსაფრთხოების მომდევნო ღონისძიებებზე.
ახალგაზრდული ჰაბი საერთაშორისო განათლების და განვითარების აკადემიის, IEDA-ს ინიციატივაა, რომლის მიზანია ახალგაზრდების განათლება და ცნობიერების ამაღლება პიროვნული განვითარების სხვადასხვა მიმართულებით.