პროფესიული განათლება

რატომ უნდა აირჩიოთ

პროფესიული განათლება?

IEDA ქმნის ხარისხიან და ბაზარზე მოთხოვნად პროფესიული განათლების პროგრამებს. ჩვენი მთავარი უპირატესობა დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით კურსების შექმნის დიდი გამოცდილებაა. ეს პარტნიორობა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, კურსების შინაარსი მაქსიმალურად მორგებული იყოს რეალური სამუშაო გარემოს მოთხოვნებსა და თანამედროვე პროფესიების საჭიროებებზე.

ჩვენი

მიზანია

ჩვენი მიზანია, შევქმნათ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასა და მათ მოკლე ვადაში დასაქმებას. აკადემიის პროგრამები მორგებულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებს, რათა კურსდამთავრებულები გახდნენ კონკურენტუნარიანი პროფესიონალები გლობალურ ბაზარზე.

რას მიიღებთ ჩვენგან?

სწორედ ამიტომ, აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოება და განვითარება. ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან და უნივერსიტეტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენი კურსების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობას. ეს თანამშრომლობა კურსდამთავრებულებს აძლევს საშუალებას ჩაერთონ გაცვლით პროექტებში, მიიღონ დამატებითი საგანმანათლებლო რესურსები და გააძლიერონ თავიანთი კარიერული შანსები გლობალურ შრომის ბაზარზე. პროფესიული კურსების მიმართულებებია: 

იპოვე შენი კურსი