Blog

პოლიტიკოსი ქალების ფორუმი – IEDA-ს ინიციატივა

სიახლეები

პოლიტიკოსი ქალების ფორუმი – IEDA-ს ინიციატივა

2024 წლის 2 -დან 22 ოქტომბრის ჩათვლით, საერთაშორისო განათლებისა და განვითარების აკადემიის – IEDA-ს ინიციატივით პოლიტიკოსი ქალების სამი წინასაარჩევნო ფორუმი შედგა. ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ ყველა პოლიტიკური სუბიექტის პოლიტიკოსი ქალები. განათლების და დასაქმების საკითხებზე პარტიის წარმომადგენლების ხედვების წარდგენის ფონზე, ფორუმზე გაიმართა დისკუსია სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული სასწავლებელბის რეფორმირების და ინოვაციური გზით განვითრების გზებზე. ფორუმში მონაწილეებმა ისაუბრეს განათლების და დასაქმების სახელმწიფო სისტემების თავის ხედვებსა და წუხილებზე,  პედაგოგთა ხელფასებზე, მოსწავლეთა კვების და სწავლების ევროპული სტანდარტებით ორგანიზების აუცილებლობაზე და სხვა.

ფორუმი IEDA-ს საგანმანათლებლო და ქალთა გაძლიერების ინიციატივების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებაა, რომელშიც დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ პედაგოგები, სკოლების და პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელები და პარტიების მხარდამჭერები, მთელი საქართველოდან.

Leave your thought here

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *