Blog

მოხალისეობის ვებინარი – ნუგეშა გაგნიძე

სიახლეები

მოხალისეობის ვებინარი – ნუგეშა გაგნიძე

საერთაშორისო განათლების და განვითარების აკადემიამ გამართა მეექვსე ვებინარი და მოხალისეობის და სამოქალაქო აქტივიზმის მიზნებსა და სარგებელზე სასაუბროდ პროფესორ ნუგეშა გაგნიძეს უმასპინძლა.

ნუგეშა გაგნიძე − გერმანისტი, ლიტერატურათმცოდნე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი. გერმანულ და ქართულ ლიტერატურაზე მრავალი მონოგრაფიის და სამეცნიერო კვლევის, ასევე თარგმანების ავტორი. ნუგეშა გაგნიძე არის გოეთეს, და თომას მანის საერთშორისო საზოგადოებების წევრი, გრიგოლ კიკნაძის სახელობის პრემიისა და „საბა 2022-ის“ ლაურეატი. 2023 წლიდან საერთაშორისო სოროპტიმისტ ქალთა კლუბის „ქუთაისი-კოლხას“ პრეზიდენტი.

ვებინარი განკუთვნილი იყო როგორც ინდივიდებისთვის, ისე ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. ნუგეშა გაგნძემ თავისი მრავალმხრივი მოხალისეობრივი გამოცდილების, ლიტერატურის და სოროპტიმისტ ქალთა ისტორიის მაგალითებით ძალია საინტერესოდ განმარტა მოხალისეობის მნიშვნელობა.

შეხვედრის ბმული: https://www.facebook.com/share/v/12GrKKia9H8/

 

IEDA-ს ვებინარების კამპანია ეძღვნება ჩვენი სასწვლო კურსის “ყველაფერი მოხალისეობის შესახებ” პოპულარიზაციას.

კურსი სერტიფიცირებულია და უფასო.  შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ: https://ieda.ge/course/

Leave your thought here

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *