მოხალისეობის ვებინარი – პავლე თვალიაშვილი
მოხალისეობის ვებინარი – პავლე თვალიაშვილი
12 დეკემბერს, საერთაშორისო განათლების და განვითრების აკადემიამ მორიგი ვებინარი ორგანიზაციების მოხალისეობრივ საქმიანობაზე დისკუსიას მიუძღვნა. ვებინარის სპიკერი იყო პავლე თვალიაშვილი.
პავლე თვალიაშვილმა მოხალისეობა დაიწყო ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, როდესაც სკოლაში ჭადრაკის კლუბს ჩაუდგა სათავეში. 1999 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა არაკომერციული ორგანიზაცია “საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია”, რომელშიც 25 წელია მოხალისეა.
პავლე თვალიაშვილმა 2007-2013 წლებში მოხალისეობრივად გასწია ევროპის საბჭოს ახალგაზრდული პროგრამების (Youth, Youth in Action, European Voluntary Service) საინფორმაციო წარმომადგენლობა, საქართველოში შემოიტანა და მოხალისეობრივად ხელმძღვანელობს პროგრამებს ENO (გარემოსმცოდნეობითი სკოლების ქსელი) 2003 წლიდან, Living Values – (ცხოვრების ფასეულობების საგანმანათლებლო პროგრამა) 2004 წლიდან, ჩაერთო როგორც მასწავლებელი და შემდეგ, გახდა ქვეყნის კოორდინატორი და საავტორო საერთაშორისო პროექტების ფასილიტატორი მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს ქსელში iEARN.
2006 წელს თეა ლობჟანიძესთან ერთად დააფუძნა მშვიდობის განათალების საერთაშორისო ბანაკების CISV წევრი, ქართული ორგანიზაცია CISV Georgia, რომელსაც 17 წელი მართავდა მოხალისეობრივად. იყო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მოხალისეობრივი ორგანიზაციის, Rotary international-ის ქართული კლუბის, “რუსთავი საერთაშორისოს” არჩეული პრეზიდენტი, ოლქი 2452 გუბერნატორის ასისტენტი და ვიცე-გუბერნატორი. 2014 წლიდან არის UWC სკოლების საქართველოს კომიტეტის მოხალისე. 2014 წლიდან არის ამერიკის დელავერის შტატის უნივერსიტეტის პროგრამის, Diamond Challenge ქართული ტურნირის მოხალისე ორგანიზატორი.
შეხვედრის თემები იყო: სად იკვეთება მოხალისოება და პროფესიონალიზმი, რა რესურსია მოხალისეობა ორგანიზაციისთვის, რა პროექტებს მოიცავს მოხალისეობა და სხვა.
შეგახსენებთ, რომ IEDA-ს ვებინარების კამპანია ეძღვნება ჩვენი სასწვლო კურსის “ყველაფერი მოხალისეობის შესახებ – ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის” პოპულარიზაციას.
შეხვედრის მბული: https://www.facebook.com/share/v/1D9buHeT1m/
კურსი უფასოა და შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ: https://ieda.ge/courses/2/