მოხალისეობის ვებინარი – ივეტა ჭელიშვილი
მოხალისეობის ვებინარი – ივეტა ჭელიშვილი
23 ნოემბერს, მოხალისეობის კურსის და იდეის პოპულარიზაციის მიზნით კიდევ ერთი ვებინარი გაიმართა. ამჯერად, დისკუსიის საგანი ორგანიზაციებისთვის მოხალისეობის შესახებ განათლების მნიშვნელობა იყო. საერთაშორისო განათლებისა და განვითარების აკადემიის ფეისბუკ გვერდზე ლაივში მიმდინარე ვებინარის სტუმარი იყო Rotary Club Tbilisi Ambassador-ის დირექტორი, ივეტა ჭელიშვილი.
ივეტა 2019 წლიდან როტარი კლუბის მოხალისეა და აქვს მოხალისეობის ფართო, საერთაშორისო გამოცდილება.
ვებინარის მონაწილეებისთვის საინტერესო იყო როტარის და სხვა, საერთაშორისო მოხალისეობრივი პროექტების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. მონაწილეებმა ასევე შეიტყვეს, როგორ არის შესაძლებელი ჩვენი კურსის მეშვეობით საერთაშორისო დონის მოხალისეობაში ჩართვა.
ვებინარის ჩანაწერი იხ. ორგანიზაციის Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/share/v/18KdbNxyqr/?mibextid=wwXIfr
მოხალისეობის კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ მოკლევადიანი კურსების გვერდს: https://ieda.ge/course/