ლიდერობა იდეიდან მოქმედებამდე
მაისი 1, 2025 2025-05-28 9:10ლიდერობა იდეიდან მოქმედებამდე
საზაფხულო ბანაკი ,,ლიდერობა იდეიდან მოქმედებამდე”
ბანაკი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ლიდერული პოტენციალის გაღვივებას არაფორმალური განათლების, კრეატიული თვითგამოხატვის და სოციალური აქტივიზმის მეშვეობით. ბანაკის ფარგლებში, მონაწილეები ერთდროულად პიროვნული და გუნდური მუშაობის უნარებს განივითარებენ. პრაქტიკული დავალებების საშუალებით თეორიულ ცოდნას გამოიყენებენ რეალურ ცხოვრებაში და დახვეწავენ ლიდერულ უნარებს. ბანაკის თითოეული სამუშაო დღე დასრულდება კონკრეტული შედეგით, მაგალითად როგორიცაა პერფორმანსის მოწყობა, კამპანიის კონცეფციის მომზადება და სხვა.
ხანგრძლივობა
18-22 ივლისი
ბანაკის ღირებულება – 1,650 ლარი
რაჭა, სასტუმრო “ციბენა”
მონაწილეთა ასაკი
14-20 წელი
5 დღიანი ბანაკის "ლიდერობა იდეიდან მოქმედებამდე" დასრულების შემდეგ, თითოეული მონაწილე:
- შეიძენს თანამედროვე ლიდერულ უნარებს, რომლებიც მოიცავს კომუნიკაციას, გუნდურ მუშაობას, კრიტიკულ და დამოუკიდებელ აზროვნებას, გადაწყვეტილების მიღებას და გუნდურ მართვას;
- გუნდთან ერთად ჩამოაყალიბებს მიმიკრო-ინიციატივას ან ჯგუფურ პროექტს, რომელიც პასუხობს თემში არსებულ კონკრეტულ საჭიროებას;
- მიიღებს ბანაკის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს.
ბანაკის მეთოდოლოგია ეფუძნება სამ-საფეხურიან სწავლებას:
- თვითგამორკვევა - საკუთარი ლიდერული პოტენციალის შეფასება და გააზრება: ვინ ვარ, რა ღირსებები მაქვს, რა მიზნები მამოძრავებს, მაქვს თუ არა ლიდერული უნარები?
- გუნდური ქმედება და გადაწყვეტილების მიღება: როგორ ვკრავ გუნდს? როგორ ვურთიერთობ მათთან? როგორ ვქმნით ინიციატივებს ერთობლივად და ვიღებთ პასუხისმგებლობას საერთო შედეგის მიღწევაზე?
- საზოგადოებრივი სარგებელის შექმნა: როგორ ვქმნი რეალურ ცვლილებას ჩემს თემში? როგორ გადავდივარ „განვითარებიდან – მოქმედებაზე“?
რა ქმნის ამ ბანაკს უნიკალურს:
- თემატური დღეები, სადაც თითოეული დღე ერთი კონკრეტული უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული;
- საზოგადოებრივ სარგებლობაზე ორიენტირებული საკითხებზე მუშაობა;
- ინსპირაციული სპიკერების სესიები და პრაქტიკული გამოცდილების მომცემი ღონისძიებების განხეორციელება;
- მონაწილეთა მიერ შექმნილი მიკრო-პროექტები, რომლებიც მონაწილეებს ბანაკის შემდეგ მუშაობის გაგრძელები საშუალებას აძლევს;
- საღამოს პროგრამები – რაც არანაკლებ ღირებულია: თემატური შეხვედრები, ღია მიკროფონი, შემოქმედებითი რეფლექსია.