ლია კილაძე

ლია კილაძე

დირექტორი, დამფუძნებელი

ლია კილაძე არის საერთაშორისო განათლებისა და განვითარების აკადემიის
დამფუძნებელი და დირექტორი. მას აქვს სამოქალაქო სექტორში საქმიანობის 26-წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იკავებდა აღმასრულებელი დირექტორისა და გამგეობის თავმჯდომარის პოზიციებს სამოქალაქო ორგანიზაციებში – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“.

2014 წელს ლია კილაძე მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის თანამდებობაზე. 2004-2006 წლებში ის აქტიურად იყო ჩართული დეინსტუციონალიზაციის რეფორმის განხორციელებაში და იკავებდა World Vision საქართველოს ქუთაისის სათემო ცენტრის დირექტორის თანამდებობას.

განათლება

ლია კილაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და მინიჭებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი. გარდა ამისა, ფლობს მაგისტრთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხებს ბიზნესის მართვასა და ინჟინერ-ბიოტექნოლოგიაში, რომლებიც მიღებული აქვს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

საერთაშორისო გამოცდილება და ტრენინგები

ლია კილაძეს მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ პროფესიულ ტრენინგსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამაში, მათ შორის:

პუბლიკაციები

ლია კილაძე არის ავტორი და თანაავტორი მრავალი პროფესიული და სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის:

– „პროექტის დიზაინისა და მართვის სახელმძღვანელო“ (2021);

– „საკითხავი მოხალისეობაზე“ (2020);

– „დროის ბანკი“ (2020).

ჯილდო

2014 წელს ლია კილაძე დაჯილდოებულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით, დევნილი თანამემამულეების მხარდაჭერისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.