Blog

კარიერული ორიენტაციის ტრენინგი

სიახლეები

კარიერული ორიენტაციის ტრენინგი

29 იანვარს (2025), IEDA ს ახალგაზრდული ჰაბის წევრებს კარიერული ორიენტაციის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის კარიერული განვითარების ხელშეწყობა, პროფესიული უნარების განვითარება და პროფესიის არჩევისას სწორი არჩევანის გაკეთებაში დახმარება.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის და შრომის ბაზრის ტენდენციების შესახებ. მიეცათ შესაძლებლობა ჩაღრმავებოდნენ საკუთარ მისწრაფებებს და ინტერესებს.

  • ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა:
  • პროფესიების მიმოხილვა და მათი სპეციფიკა
  • კარიერული დაგეგმვა და მიზნების დასახვა
  • საკუთარი თავის შეფასება და ძლიერი მხარეების გამოვლენა
  • რეზიუმეს შედგენა და გასაუბრებისთვის მომზადება
  • ეფექტიანი კომუნიკაცია.

ტრენინგი ინტერაქტიურ რეჟიმში, დისკუსიით, სავარჯიშოებითა და პრაქტიკული დავალებებით ჩატარდა.

Leave your thought here

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *