კარიერის კლუბი

კარიერული განვითარების კლუბი

კარიერული განვითარების კლუბი არის IEDA-ს პროგრამა, რომელიც ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის შეიქმნა.

 კლუბი ახალგაზრდებს სთავაზობს საკონსულტაციო სერვისებს პროფესიული ორიენტაციის, კარიერული განვითარების და შრომის ბაზარზე წარმატებული ინტეგრაციის მიმართულებით.

მონაწილეთა ასაკი

18 წლის ზემოთ

კლუბის სერვისები

სამიზნე აუდიტორია

კარიერული განვითარების კლუბი შექმნილია

IEDA Youth Hub-ის ბაზაზე და მასში გაწევრიანება შეუძლიათ ჰაბის წევრ ახალგაზრდებს, 18 წლიდან ზემოთ, ვინც დაინტერესებულია კარერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის სერვისების მიღებით.

კლუბი განსაკუთრებულ ადგილს უთმობს “NEET (Not in Education, Employment, or Training) 15-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც ჯერ არ სწავლობენ, არ მუშაობენ და არ გადიან რაიმე ტიპის გადამზადებას.

დამატებითი ბენეფიტები

კლუბი ახალგაზრდებს სთავაზობს სემინარებსა და ვორკშოპებს, სადაც შეისწავლიან:

  • CV/რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შედგენას თანამედროვე სტანდარტების მიხედვით
  • დაეუფლებიან დასაქმებელთან გასაუბრებისა და საკუთარი შესაძლებლობების პრეზენტაციის ტექნიკებს.
  • ისწავლიან პროექტების მართვის საფუძვლებს და განავითარებენ ისეთ პიროვნულ უნარებს, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, დროის მენეჯმენტი და ა.შ.

დარეგისტრირდი