თეა შელიამ დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტი, ბიოტექნოლოგიის სპეციალობით. დანიის საბჭოს ლტოლვილთა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში გაიარა ტრენინგი პროექტის ციკლის მართვის შესახებ. ჩართული იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტში „ვის ეშინია ფემინიზმის“ და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში.
სპეციალიზირებულია ახალგაზრდების ჩართულობისა და განვითარების ხელშეწყობაში.
გამოცდილება
IEDA-ს ახალგაზრდული ჰაბის კოორდინატორი.
ეკონომიკური განვითარების და გაძლიერების ცენტრის- EDEC-ის პროექტის კოორდინატორი.
2018 წლიდან პროგრამის „მომავლის თაობა“ კოორდინატორი იმერეთის რეგიონში. დასაქმების კონსულტანტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში “ისწავლე დასაქმებისთვის!”.
ამჟამად, USAID – ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროექტის კოონდინატორი.