Blog

ვორქშოფი “გარემოს დაცვა”

სიახლეები

ვორქშოფი “გარემოს დაცვა”

1 თებერვალს (2025), დებატების სკოლა თავისი კურიკულუმის და ღირებულებების ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად, დებატების XI სკოლისთვის გარემოს დაცვის გარშემო ვორქშოპი და დისკუსია შედგა, რომლის მიზანი იყო გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

საჯარო გამოსვლებისა და დებატების მონაწილეებმა მოისმინეს და იმსჯელეს, თუ რატომ არის გარემოს დაცვა არა მხოლოდ მეცნიერების, არამედ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა.

საუბარი შეეხო შემდეგ, მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევებს:

  • გლობალური კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ჩვენს მომავალზე
  • ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურება – როგორ დავიცვათ ჩვენი საარსებო გარემო?
  • ბიომრავალფეროვნების შემცირება – რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ცოცხალ ორგანიზმებს?
  • ბუნებრივი რესურსების ჭარბი მოხმარება – როგორ გავხდეთ უფრო გონივრული მომხმარებლები?
  • ნარჩენების მართვა და გადამუშავება – როგორ შევამციროთ და ვმართოთ ნაგავი?

დებატების სკოლის მონაწილეებს შეუძლიათ გახდნენ არა მხოლოდ საჯარო გამოსვლების ლიდერები, არამედ აქტიური გარემოსდამცველებიც.

შემოუერთდი დებატების სკოლას და ჩადექი გარემოსდამცველთა რიგებში!

 

Leave your thought here

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *