დებატების სკოლა
ნოემბერი 26, 2024 2024-12-16 10:36დებატების სკოლა
დებატების სკოლა
დებატების სკოლა საერთაშორისო პროექტებსა და სასწავლო კურსებში წარმატების წინაპირობა და სოციალური წრის გაფართოების კარგი შესაძლებლობაა.
საჯარო გამოსვლების და დებატების საპარლამენტო (ბრიტანული) ფორმატი
საპარლამენტო (ბრიტანული) ფორმატის დებატები ფორმალური კამათის ერთ–ერთი სახეობაა, საგანმანათლებლო თამაში მონაწილეებში პრობლემის სწრაფად იდენტიფიცირების, ანალიზის, შეფასების და გამოსავალის ოპერატიულად შემუშავების, სოციუმში საკუთარი აზრის გამოთქმისა და მრავალმხრივ ჭრილში მისი დაცვის, კრიტიკული ანალიზის საფუძველზე საკუთარი იდეების სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასების და პრობლემის არსზე კონცენტრირების, საჯარო გამოსვლისას საკუთარი თავის რწმენისა და სტილის ჩამოყალიბების უნარს ავითარებს.
ხანგრძლივობა
4 თვე
კვირაში 2 დღე
2 სთ
მონაწილეთა ასაკი
17-25 წელი
მონაწილეები შეისწავლიან
- რა არის რეზოლუცია, დეფინიცია, სწორი არგუმენტაცია
- როგორ გავაკეთოთ სწორი ანალიზი
- როგორ შევაჯამოთ პროცესი
- რა არის სპიკერთა პასუხისმგებლობა
- როგორ შევარჩიოთ კრიტერიუმი, ჩამოვაყალიბოთ უარყოფა, აღდგენა, ჯვარედინი დაკითხვა
- როგორ მოვამზადოთ პოზიცია (ქეისი)
- რა არის მსაჯობა.
დებატები გაიმართება თემებზე
განათლება
აქტიური მოქალაქეობა
გარემოს დაცვა
ეკომომიკური განვითარება
სოციალური დაცვა
ჯანდაცვა
ევროინტეგრაცია
ადამიანის უფლებები
ბავშვთა უფლებები
რას მიიღებთ ჩვენგან?
სასწავლო პროცესი სრულად ინტერაქტიულია, ორიენტირებულია მონაწილეთა სრულ ჩართულობაზე. ტრენერები სწავლა–სწავლების ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით ხელს უწყობენ მონაწილეებში ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.
დებატების სკოლა საერთაშორისო პროექტებსა და სასწავლო კურსებში მონაწილეობის დროს წარმატების წინაპირობა და სოციალური წრის გაფართოების კარგი შესაძლებლობაა.


ეთერ კვახაძე
დებატების პროგრამის ტრენერი 2001 წლიდან
25 წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით, აქვს წამყვანი პედაგოგის სტატუსი.
დააარსა დებატების კლუბი სკოლაში და ბიოლოგიის სწავლების პარალელურად, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების – IRI, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ და სხვ. საზაფხულო ბანაკებში და დებატების პროექტებში მონაწილეობაში ეხმარებოდა თავის მოსწავლეებს.
ეთერ კვახაძე საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის თანადამფუძნებელია. აქვს დებატების ტრენერობის და მსაჯობის მრავალმხრივი გამოცდილება.
საჯარო გამოსვლების და დებატების პოპერის ფორმატი
კარლ პოპერის სახელობის დებატები ფორმალური კამათის ერთ–ერთი სახეობაა, რომელიც მონაწილეებში კრიტიკულ, ლოგიკურ, ანალიტიკურ აზროვნებას, ორატორულ ნიჭს ავითარებს. თქვენ, ასევე, დაეუფლებით კვლევის, ინფორმაციის მოძიების და გაფილტვრის, მოსმენის, არგუმენტირებული მსჯელობის, საჯარო გამოსვლის, ეთიკური ნორმების დაცვის, გუნდური მუშაობის, განსხვავებული აზრის და დროის პატივისცემის უნარებს.
ხანგრძლივობა
4 თვე
კვირაში 2 დღე
2 სთ
მონაწილეთა ასაკი
12-17 წელი
ეტაპები
საჯარო გამოსვლების და დებატების სკოლა სამი ეტაპისგან შედგება და მონაწილეები სამი ფორმატის დებატებს შეისწავლიან:

მონაწილეები შეისწავლიან
- რა არის რეზოლუცია, დეფინიცია, სწორი არგუმენტაცია
- როგორ გავაკეთოთ სწორი ანალიზი
- როგორ შევაჯამოთ პროცესი
- რა არის სპიკერთა პასუხისმგებლობა
- როგორ შევარჩიოთ კრიტერიუმი, ჩამოვაყალიბოთ უარყოფა, აღდგენა, ჯვარედინი დაკითხვა
- როგორ მოვამზადოთ პოზიცია (ქეისი)
- რა არის მსაჯობა.
დებატები გაიმართება თემებზე
განათლება
აქტიური მოქალაქეობა
გარემოს დაცვა
ეკომომიკური განვითარება
სოციალური დაცვა
ჯანდაცვა
ევროინტეგრაცია
ადამიანის უფლებები
ბავშვთა უფლებები

ნათია ნამიჭეიშვილი
დებატების პროგრამის ტრენერი 2000 წლიდან.
- ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი,
- 8 წელი საჯარო სკოლის დირექტორი,
- დებატების ტრენერობის 24-წლიანი გამოცდილებით.
- აქედან, 12 წელი ჩვენს ორგანიზაციაში.
ნათია ნამიჭეიშვილის მოსწავლეებიდან არაერთი გამხდარა დებატების ეროვნული ტურნირების და საერთაშორისო პროექტების გამარჯვებული.
ანა ყურაშვილი
საჯარო გამოსვლებისა და დებატების სკოლის ტრენერი 2018 წლიდან, მოდებატე 2000 წლიდან.
- IEDA- ს დებატების და საჯარო გამოსვლების სკოლის ტრენერი
- განათლების მენეჯმენტის მაგისტრი, პედაგოგი, 2007 წლიდან კარლ პოპერის დებატების ტრენერი და მსაჯი.
- თავადაც ყოფილი მოდებატე, ანა 2018 წლიდან IEDA- ში წარმატებით უძღვება დებატების ტრენინგებს.
350-ზე მეტ მონაწილესთან მუშაობის შედეგად, ანას არაერთმა მოსწავლემ მოიპოვა ლიდერის სტატუსი, დებატების სხვადასხვა ფორმატში.
