Blog

დებატების სკოლაში იმიტირებული არჩევნები გაიმართა

სიახლეები

დებატების სკოლაში იმიტირებული არჩევნები გაიმართა

IEDA-ს დებატების და საჯარო გამოსვლების სკოლაში იმიტირებული არჩევნები გაიმართა.
მონაწილეები გაეცნენ კონსტიტუციურ უფლებებს, როგორ გააკეთონ გონივრული არჩევანი და უზრუნველყონ დემოკრატიული მექანიზმების სწორი მუშაობა.
იმიტირებულ არჩევნებში როლებიც განაწილდა. საარჩევნო კომისიის წევრთა როლების გათამაშებით და მიღებული შედეგების ანალიზით  საარჩევნო კულტურასთან დაახლოების პრეცედენტი შედგა.
საჯარო გამოსვლების და დებატების სკოლის მონაწილეებმა შეისწავლეს საარჩევნო სისტემები, წესები და პროცედურები, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების, დამკვირვებლების და ამომრჩევლების უფლებამოსილებები.
რეალური საარჩევნო სუბიექტების ადაპტირებული პროგრამების ანალიზზე დაყრდნობით, იმიტირებული პროცესის მონაწილეები მიუკერძოებელ არჩევანს აკეთებდნენ, რადგან არ იცოდნენ სუბიექტების სახელები.
იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნები U18, გერმანული მოდელია, რომელიც 18 წლამდე ახალგაზრდების საარჩევნო კულტურის და სამოქალაქო ჩართულობის განვითარების მხარდასაჭერად შეიქმნა და დებატების სკოლის ერთ-ერთი, პრიორიტეტული მიმართულებაა.

Leave your thought here

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *