Blog

დებატების მე–11 სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება

სიახლეები

დებატების მე–11 სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება

საერთაშორისო განათლების და განვითარების აკადემიის, IEDA-ს საჯარო გამოსვლების და დებატების ტექნიკების, კარლ პოპერის XI სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
უკვე გავლილი თემების პრეზენტაციასთან ერთად, მონაწილეები 13 გუნდად გაიყვნენ და შედგა დებატები თემაზე, “მსოფლიომ გარემოს დაცვის საკეთილდღეოდ ტექნოლოგიური განვითარება უნდა შეზღუდოს “.
მხარეებმა წარმოადგინეს არგუმენტები გარემოსდაცვით კონტექსტში ტექნოლოგიური განვითარების მხარდასაჭერად და მის საწინააღმდეგოდ.
ყველა მონაწილეს გადაეცა კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატი.
📌დებატების შედეგი კი ასეთია:
🥇პირველი ადგილზე გუნდი “დედამიწის ხმა” გავიდა – მარიამ დონაძე, ვახტანგ გერაძე და ქეთა მაწკეპლაძე.
🥈მეორე ადგილი გუნდმა „კოდი 42“ დაიკავა – გიორგი კამლაძე, მარიამ ქურჩიშვილი და თეკლე ფაილოძე.
⭐ასევე, გამოვლინდა 10 საუკეთესო სპიკერი:
🥇 ადგილი – თეკლე ფაილოძე
🥈 ადგილი – ქეთა მაწკეპლაძე
🥉 ადგილი – მარიამ დონაძე
IV ადგილი – სანდრო შვანგირაძე
V ადგილი – მართა კოხრეიძე
VI ადგილი –ბარბარე კორძაია
VII ადგილი –მართა ხუციშვილი
VIII ადგილი – გაბრიელ კეთილაძე
IX ადგილი – ანდრია გახოკიძე
X ადგილი – ვახტანგ გერაძე
საჯარო გამოსვლების და დებატების ტექნიკების, კარლ –პოპერის ოთხთვიანი კურსი IEDA – ს საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ხორციელდება.
ტურნირი ქუთაისის, ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Leave your thought here

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *