დებატების მე–11 სკოლის იმიტირებული სასამართლო პროცესი
დებატების მე–11 სკოლის იმიტირებული სასამართლო პროცესი
იყო ეს მკვლელობა თუ თავდაცვა, ამას ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტენ!
საქმე ეხება ახალგაზრდა, წარმატებულ ქალს და გახმაურებულმა სასამართლო პროცესმა უნდა გვაჩვენოს, არის თუ არა ის მკვლელი!
ადვოკატებს საკმარისი მტკიცებულება აქვთ, რომ ქალი თავს იცავდა. პროკურორს კი მოტივების მთელი დასტა მოუპოვებია. ნაფიცი მსაჯულები რთული არჩევანის წინაშე დგანან – გაუშვან თუ არა პოპულარული ქალი მრავალი წლით ციხეში. მოსამართლეს არანაკლები გამოწვევა აქვს – სამართლის უზენაესობა უნდა დაიცვას!
ეს ამერიკული სასამართლო პრაქტიკის რეალური საქმეა, რომელზეც სასამართლო დავის არგუმენტირებული სტრატეგიით და ზედმიწევნით გათავისებული როლებით IEDA-ს დებატების სკოლის მონაწილეებმა იმსჯელეს.
იმიტირებული სასამართლო, როგორც დებატების სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დარბაზში შედგა და პროცესის მთელი დრამატიზმი წარმოაჩინა.
სასამართლო პროცესი საჯარო გამოსვლების და დებატების ყველაზე რთული, მაგრამ პოპულარული აქტივობაა, რომელსაც IEDA-ს დებატების სკოლის XI ნაკადი წარმატებით გაუმკლავდა.
პროცესის ბოლოს მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ.