დებატების და საჯარო გამოსვლების სკოლამ მრგვალი მაგიდა გამართა
დებატების და საჯარო გამოსვლების სკოლამ მრგვალი მაგიდა გამართა
დებატების და საჯარო გამოსვლების ჩვენმა სკოლამ მრგვალი მაგიდა გამართა თემაზე: “გადავარჩინოთ ტყე”. მონაწილეთა მიზანი იყო პრობლემის გადაწყვეტის სამეტაპიანი ტექნიკის გამოყენება, მტკიცებულების (ქეისის) საფუძველზე პრობლემის სხვადასხვა კუთხიდან განხილვა და ფაქტებზე დაყრდნობით მსჯელობა. ასევე,შემოთავაზებული გადაწყვეტილების შეფასება.
სამუშაო პროცესში მონაწილეებმა მოირგეს მოსახლეობის, მედიის, ინვესტორის, ადგილობრივი თვითმმართველობის და მწვანეთა პარტიის როლები. მრგვალი მაგიდა დებატების კურსის მრავალფეროვან აქტივობათაგან ერთ-ერთია.