IEDA Youth Hub-ის მისიაა ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ინოვაციური იდეების მხარდაჭერა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად, მათი ეკონომიკური გაძლიერება.
ჰაბი მიზნად ისახავს დაეხმაროს ახალგაზრდებს, გახდნენ თანამედროვე ლიდერები, ჰქონდეთ კრიტიკული აზროვნება და შეძლონ სამოქალაქო საზოგადოების ინოვაციური განვითარება.
ჰაბის სამიზნე ჯგუფები არიან რეგიონებში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი და პროფესიული საგანამათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და „NEET”- ახალგაზრდები.
სამიზნე აუდიტორია
აქტივობები
IEDA Youth Hub-ის წევრობა შეუძლიათ 14-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ან მიმდებარე ადმინისტრაციულ ერთეულებში.
გაწევრიანების მსურველებმა უნდა შეავსონ გვერდის ქვედა ნაწილში მოცემული აპლიკაციის ფორმა.
დებატების სკოლა
კარიერული განვითარების კლუბი
მობილური ინიციატივები
მოხალისეობის პროგრამა
საერთაშორისო თანამშრომლობა
IEDA Youth Hub-ის ინიციატივები ასევე მოიცავს საერთაშორისო თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების გლობალურ გარემოში ინტეგრაციას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
IEDA Youth Hub, ასევე, გთავაზობთ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს, მათ შორის მენტორობას, პროფესიულ განვითარებასა და სხვა მხარდამჭერ პროგრამებს.
ტრენინგები, სემინარები და სასწავლო ვიზიტები პროფესიული უნარების განვითარებისთვის. სტაჟირებების პროგრამები სხვადასხვა ორგანიზაციებში, მუშაობის გამოცდილების მიღება სხვადასხვა სფეროში. თემატური კლუბები, სხვადასხვა პროფესიული ინტერესების გარშემო.
IEDA Youth Hub - ის ძირითადი მიმართულებები
ტრენინგები და სემინარები პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებისთვის მენტორინგის პროგრამა სემინარები და ვორქშოპები
კონფერენციები და ფორუმები მოხალისეობრივი შესაძლებლობელები ახალგაზრდული კონკურსები